ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა და ევროკომისარმა მართლმსაჯულების საკითხებში, ვერა იოუროვამ გამჭვირვალობის შესახებ ევროპულ და ქართულ კანონებს შორის სხვაობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ევროპა ევროკავშირი ამის გაკეთებას სტიგმებისა და აგენტების იარლიყის მიწებების გარეშე გეგმავს.
ამის შესახებ ევროკომისარმა 30 აპრილს ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა. ამ დღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.
"არასამთავრობოების შესახებ კანონთან დაკავშირებით მინისტრს რეკომენდაცია მივეცი, რომ გადახედოს ჩვენს დირექტივას დემოკრატიის დაცვასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდას. მაგრამ ევროკავშირი ამის გაკეთებას გეგმავს ისე, რომ არ მოხდება სტიგმატიზება და უცხოური აგენტის იარლიყის მიწებება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ჩვენი დირექტივის მთავარი გზავნილია ის რომ, უნდა ვიცოდეთ ვინ რა სახის ლობირებას ეწევა ვისი ფულით. ევროპულსა და ქართულ კანონებს შორის სხვაობა ისაა, რომ ჩვენთვის ეს იურიდიულ პირები არასამთავრობო ორგანიზაციები არ არის. ვსაუბრობთ იურიდიულ პირებზე, რომლებიც ოპერირებენ ევროპის საცალო ბაზარზე, ეს ერთი საკითხი და მეორე, გვინდა ვიცოდეთ მესამე ქვეყნის მთავრობებთან დადებული კონტრაქტების და არამხოლოდ გარედან შემოსული ფულის შესახებ. ესაა დიდი განსხვავება. გარდა ამისა დამოკიდებულია იმაზეც როგორ ხდება კანონის ინტერპრეტირება და როგორ იყენებ. ის შეიძლება კარგად ჩანდეს ფურცელზე. შევთანხმდით, რომ საჭიროა უცხოურ დაფინანსებაზე მეტ გამჭვირვალობას მივაღწიოთ. ამავდროულად, ამდაგვარი კანონით შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ რეგისტრირებული ორგანიზაციების პოტენციური სტიგმატიზება", - თქვა იოუროვამ.